LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ხიდურელი: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან „სტარბაქსის“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით“

420
მიხეილ ხიდურელი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს Alshaya Group-თან ბრენდის „სტარბაქსი“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით.

„საქართველოს ბაზარზე „სტარბაქსის“ შემოსვლის საკითხი აქტიურ ეტაპზე გადავიდა. 2025 წელს საქართველოს რამდენჯერმე ეწვია კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია. სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ინფორმაციით, ბაზრის კვლევის პროცესი მოიცავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და სხვა მსხვილი ქალაქის შეფასებას, სადაც კომპანია რამდენიმე ობიექტის გახსნის შესაძლებლობას განიხილავს.

„პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში. მას შემდეგ, რაც Alshaya Group საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სააგენტო კომპანიასთან ერთად ოფიციალურ, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g