ბიზნესმენისა და მუსიკალური პროდიუსერის ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
აკაკი ბასლანძე, ლაშა ბასლანძის მამა აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ მოაწესრიგეს ლაშას საფლავი მეგობრებმა.
„დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო, ამ სილამაზისთვის“, – წერს აკაკი ბასლანძე.
ვიდეოს უამრავი მოწონება და კომენტარი აქვს:
„გარემოც შენსავით ლამაზი გაქვს, უფალმა გზა გაგინათოს“,
„ლამაზადაა ყველაფერი – ნათელი მის ხსოვნას“, – წერენ ლაშას მეგობრები.
ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.
„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს
„შენი იმედი მქონდა, მაქვს და მექნება ყველაფერში“ – ელენე ბასლანძე მამას
