LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წონაში განწყობით დავიკელი, ჭამისთვის არ მომიკლია… 12 კილო მაქვს დაკლებული…“ – თამარ ალადაშვილის ახალი განსხვავებული ფოტოსესია

145
19f2120c-32a0-4f56-aa20-f79110c3831e

მომღერალი თამარ ალადაშვილი ესტუმრა „დღის პოსტს“ და ახალი ფოტოსესიისა და წონის კლების შესახებ ისაუბრა:

„ჩემი მეგობარი დამდევდა სამი წლის განმავლობაში, როცა არ ვიქნებოდი ორსულად (იღიმის), მადლობა ნატა გაბუნიას, საოცარი ექსპერიმენტი ჩაატარა, წარმოუდგენელ ამპლუაში ვიყავი. სამოსიც ნატამ შემირჩია… მეუღლემ იუმორით მკითხა, ეს შენ ხარო? ძალიან მოეწონა ეს ფოტოსესია, ყველამ დადებითად შეაფასა.

ბავშვის გაჩენის შემდეგ ზოგს წონის დაკლება უჭირს. რა საიდუმლო გაქვს წონაში დასაკლებად?

ეს ყველაფერი უკავშირდება სიყვარულს. თუ არ გიყვარს, არც ფორმაში ყოფნა გინდა და არც არაფერი. ჭამა-სმა ძალიან მიყვარს, არაფერს ვიკლებ. მგონი, ფსიქოლოგიური განწყობა მაქვს ასეთი, რომ არ უნდა მოვიმატო და არ ვიმატებ… მე მქონდა სხვათა შორის წონის პრობლემა. 22 წლამდე მქონდა ეს პრობლემა და ორი წლის განმავლობაში ვებრძოდი. სცენაზე მუდმივად ფოფოდია კაბები მეცვა. გადავწყვიტე, რომ უნდა ვყოფილიყავი დიეტაზე. ფსიქოლოგიური მუშაობით გადავწყვიტე მივხმარებოდი. როცა დაკლება გადავწყვიტე, ჭამისთვის არ მომიკლია. განწყობამ იმდენი გააკეთა, ორი წელი კი ვიბრძოლე, მაგრამ 12 კილო დავიკელი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g