LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძმის დაკარგვის შემდეგ არც მუსიკის გაგონება მინდოდა და არც როიალთან მისვლა… ჩემი ძმა ჩემი სამყარო იყო…“ – როგორ დაუბრუნდა საყვარელ პროფესიას დიდი ტრაგედიის შემდეგ ნატო გელაშვილი

182
ნატო გელაშვილი

ნატო გელაშვილი ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ გადაცემას „შაქრით თუ უშაქროდ“ ესტუმრა და კახა მიქიაშვილთან მშობლებისა და ძმის დაკარგვაზე და ამ დიდ ტრაგედიაზე ისაუბრა:

„ძმის დაკარგვის შემდეგ ქვეცნობიერადაც და ისედაც დავამთავრე, არანაირი მუსიკის გაგონება არ მინდოდა. როიალთან, რომელიც ჩემი თანმდევია, მხოლოდ იმისთვის მივდიოდი, რომ მტვერი გადამეწმინდა. ვუყურებდი, როგორც ნივთს. არანაირად არ მეძახდა. აბსოლუტურად გავწყვიტე კავშირი. ინსტრუმენტის წინ ცარიელი ნატო იდგა… და მე ტყუილი არ შემიძლია მსმენელთან. როიალთან მისული ტირილს ვიწყებდი. საქვეყნოდ ჩემი სევდის გამოტანა არ მინდოდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან პირადული და შენია. თუ არ შეგიძლია და ვერ გამოხვედი იმ მდგომარეობიდან, სხვა ამ ტრაგედიით არ უნდა შეაწუხო. როცა შევძელი, რომ თუნდაც დადებითი განწყობა და ღიმილი გადამედო სხვისთვის, მაშინ დავბრუნდი ინსტრუმენტთან.

ვიცი, რომ ძმასთან სხვა ურთიერთობა გქონდა… ის იყო შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი… რამ შეგაძლებინა, რომ მყარად დამდგარიყავი ფეხზე?

ჩემი ძმა იყო ჩემი სამყარო. არ ვიცი, რამ შემაძლებინა. იმ პერიოდში ვიპოვე წერტილი და ვისწავლე ცხოვრება. როგორც ცოცხლებთან, ასე ვისწავლე მათთან ურთიერთობა. არა ცრემლით, არამედ მოყოლით და რჩევების კითხვით. მივხვდი, რომ სხვადასხვა განზომილებაში ვცხოვრობთ, არაფერი იკარგება, მონატრების უსაშველო გრძნობაა, ვერ ვხედავ, მაგრამ ყოველდღე ერთად ვართ. ვიღაცამ შეიძლება თქვას, კაი რა ახლა, გიჟი ხარო. მაგრამ ასე ვისწავლე ცხოვრება და იდეალურად ვგრძნობ თავს. ვცხოვრობ მათთან ერთად. ეს ძალიან ბევრ ფაქტში ჩანს. სიზმრით, გაფიქრებით, მოულოდნელი ქმედებით… მითქვამს, მირჩიეთ, რა გავაკეთო-მეთქი და უცებ ისეთი საოცარი მინიშნებებია… ეს ხომ ცხოვრებისეულია… დამეთანხმებით, ალბათ…

ტაძარზე არ ვლაპარაკობ… ეს კიდევ სხვა განზომილებაა. სულ მორწმუნე ვიყავი ბავშვობიდან, სკოლის პერიოდიდან ვმარხულობდი გააზრებულად. ბებია მყავდა ძალიან მორწმუნე. ბავშვობის სიმღერებშიც არის სულ – უფალი… უფალი… ყველაფერი ისე მიდის, როგორც ღმერთი ინებებს. ასეთი ძალიან ბევრი ფრაზაა ჩემს შემოქმედებაში. უფლის მოშიში ვარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g