ია ფარულავა ყიდის ბინას, რომელიც ციცინო შურღაიასგან იყიდა.
ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს.
„იყიდება ისტორიული ბინა (ყოფილი ციცოსი, აწ უკვე იასი), რომელშიც მე არ და ვერ ვიცხოვრებ პრინციპულად,
100 კვადრატული ბინა 2 საძინებლით და 3 სველი წერტილით გარემონტებული.
შედი და იცხოვრე.
გაყიდვა არ მეჩქარება, თუმცა ყოფილ მფლობელს ეგონა, უცებ გაიყიდებოდა“, – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ია ფარულავამ და ციცინო შურღაიამ ბინები გაცვალეს, რასაც მეგობრების დაპირისპირება მოჰყვა.
ვიდეო: „მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი გზები გაიყო“ – რას ჰყვება ია ფარულავა ციცინო შურღაიაზე
იყიდება ისტორიული ბინა ( ყოფილი ციცოსი აწ უკვე იასი ) რომელშიც მე არ და ვერ ვიცხოვრებ პრინციპულად 100 კვადრატული ბინა 2…
Posted by Ia Parulava on ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
