LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი და ტომ ბრედი კვლავ ერთად არიან – ახალი დეტალები წყვილის მხურვალე რომანის შესახებ

1583
Untitled design (7)

ირინა შეიკი და ტომ ბრედი, კვლავ ერთად არიან, თუმცა ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. Daily Mail-ის ცნობით, სუპერმოდელმა და ამერიკული ფეხბურთის ლეგენდამ ურთიერთობა განაახლეს, მას შემდეგ, რაც მათი ხანმოკლე რომანის დასრულება გახმაურდა.

წყაროს ინფორმაციით, 39 წლის შეიკი და 48 წლის ბრედი არ ცდილობენ ურთიერთობისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. წყვილი ერთ აზრზეა, ისინი ამ ეტაპზე სერიოზულ ურთიერთობას არ ეძებენ და ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მათგანს სხვა პარტნიორი არ ჰყავს, საჯაროდ ორივე თავს თავისუფლად მიიჩნევს.

ბრედისა და შეიკის ურთიერთობა პირველად 2023 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ისინი იტალიაში საერთო მეგობრის ქორწილში შეხვდნენ ერთმანეთს. მას შემდეგ წყვილი პერიოდულად ჩნდებოდა ერთად, მაიამიში, ნიუ-იორკში და მანჰეტენის რესტორნებში, რაც მათ რომანზე არსებულ ჭორებს კიდევ უფრო აძლიერებდა. მათი ბოლო შეხვედრა პაპარაცებმა 2024 წლის იანვარში აღბეჭდეს.

„ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვს, სიმწიფე გაძლევს თავდაჯერებულობას! მგონია, რომ ჩემი ნამდვილი კარიერა მხოლოდ ახლა იწყება“ – 39 წლის ირინა შეიკი Vogue-ის გარეკანზე – ტოპ-მოდელის ვრცელი ინტერვიუ

ვიდეო: ვნებიანი ღამის შემდეგ – ახალი ჰოლივუდური წყვილის დაბადება – ირინა შიკი და ტომ ბრედი ერთად არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები