LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მდიდარ ადამიანებს შორის ნეიმარი და ჰარდენი მოხვდნენ

1029592

ნეიმარი, ჰარდენი და ალვარესი „ფორბსის“ ვერსიით 30 წლამდე ასაკის 10 ცნობილ მდიდრებს შორის მოხვდნენ.

„ფორბსმა“ გამოაქვეყნა U-30 ცნობილი ადამიანების სია, ვისაც კაი გვარიანი ქონება აქვთ.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა არც ფეხბურთის ან ნბა-ს ვარსკვლავი, არამედ 21 წლის კაილი ჯენერი – გოგონა, რომელიც ცნობილია არა მარტო პოპ-კულტურით, არამედ საკუთარი ბრენდით Kylie Cosmetics. მისი ქონება 166.5 მლნ დოლარით ფასდება.

მესამე ადგილზეა 90 მილიონიანი ქონებით პსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი, პოპ-მომღერალ ედ შირანის შემდეგ. „ჰიუსტონ როკეტსის“ კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი თავისი 46 მილიონით მე-6 პოზიციაზეა. მოკრივე საულ ალვარესი მერვეა (44.5 მლნ). შემდეგ მოდის NFL-ის ფეხბურთელი დერეკ კარი (42.1 მლნ).

„ფორბსის“ ყველაზე მდიდარ სპორტსმენებს შორის, რომელიც 2018 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, ლიონელ მესი და ფლოიდ მეივეზერი ლიდერობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g