LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატარიფო ომმა აშშ-ში ყველაზე მეტად ტყავის ფეხსაცმელი, ხელჩანთები და ავეჯი გააძვირა

113
ტყავი

ამერიკული ბიზნეს მედიასაშუალება CNBC, იმ საქონლის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის ღირებულებამაც აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებული ტარიფების გამო საგრძნობლად მოიმატა.

რეიტინგის სამეულში მოხვდა: ტყავი, ტანსაცმელი და ელექტრო მოწყობილობები.

ტყავის ფასის ზრდამ, თავის მხრივ, ფეხსაცმლის, ხელჩანთებისა და ავეჯის გაძვირება გამოიწვია. როგორც ირკვევა, იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების ზრდასთან ერთად, ტყავს მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემები და საბაზრო დეფიციტიც აძვირებს.

ანალიტიკოსების შეფასებით, ტყავის ინდუსტრიაში ფასებმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ 22%-ით მოიმატოს სხვა გლობალური ფაქტორების გამოც. შედეგად, ტყავის კომპანიებს მოუწევთ მიიღონ გადაწყვეტილება, გაზრდილი ხარჯები მომხმარებლებზე გადაიტანონ, თუ შეამცირონ სამუშაო ადგილები და აქციონერებისთვის გადასახადები.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ტყავის ინდუსტრია უკვე ათწლეულებია, რაც დაღმავლობას განიცდის. მაგალითად, თუკი 1950-იან წლებში ქვეყანაში ტყავის, დაახლოებით, 1000 საწარმო ფუნქციონირებდა, რომლებიც 300 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა, 2025 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალა 50 000 პირამდე, საწარმოთა რაოდენობა კი რამდენიმე ასეულამდე შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g