LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება“ – მთის ტრასების სააგენტო

155
2026-01-10_23-06-33_120197

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

“მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შემთხვევა დღეს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g