ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ ,,გრემის 68-ე დაჯილდოების” წამყვანის ვინაობა გაამხილა.
ცნობილი გახდა, რომ შოუს ზედიზედ მეექვსედ, კომიკოსი – ტრევორ ნოა გაუძღვება. ის წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტიცაა ,,საუკეთესო აუდიოწიგნის, თხრობისა და სიუჟეტის ჩანაწერისთვის”.
აღსანიშნავია, რომ ნოა ცერემონიის წამყვანის ამპლუას უკანასკნელად მოირგებს.
ამასთან, ,,გრემი” ბოლოჯერ გადაიცემა CBS-ის ეთერით, რაც ორგანიზატორების განცხადებით ამ ღამეს ნამდვილ ეპოქის დასასრულად აქცევს. ,,სიბიესი” შოუს მასპინძელი 1973 წლიდან იყო. მომავალი წლიდან მის ტრანსლაციას ABC, Hulu და Disney+ უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, ,,გრემი” რეკორდულად, ზედიზედ შვიდჯერ – 1971 წლიდან 1977 წლამდე – ენდი უილიმსს წაუყვანია.
შეგახსენებთ, რომ ,,გრემის 68-ე დაჯილდოება” 1-ელ თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება. დაჯილდოების ნომინაციებს, კენდრიკ ლამარი ლედერობს – რეპერი 9 ნომინაციაშია წარდგენილი.