LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ინტერნეტსენსაციად ქცეული „კახეთოს“ შემდეგ, ედო არზუმანოვი სოციალურ ქსელს ნუცა თოფურიასთან ერთად ნამღერი „ძველი ჰანგით“ იპყრობს – „ეს ადამიანი სცენაზე უნდა იდგეს, მას ყველა უნდა იცნობდეს“

26350
ედო არზუმანოვი

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე სრულად მოიცვა – კადრებში სიმღერის მოყვარული ედო არზუმანოვი უდიდესი ემოციით, შესანიშნავად ასრულებს ნუნუ დუღაშვილის „კახეთოს“.

„ამას სამზარეულოში რა უნდა – გაიყვანეთ დარბაზში და ამღერეთ“, „ეს კარგი კაცი მინდა გავიცნო“ – ვინ არის მამაკაცი, რომლის შესრულებამ მსმენელები სასიამოვნოდ გააოცა

როგორც მოგვიანებით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ედო არზუმანოვი წარსულში ერთ-ერთ კომპანიაში სტიუარდად მუშაობდა, დღეს კი მუშაობს ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში, სადაც სწორედ ეს კადრებია გადაღებული.

ცოტა ხნის წინ, ედო არზუმანოვმა საკუთარ „ტიკ-ტოკ“ გვერდზე განათავსა კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც „რუსთავი 2“-ის მუსიკალურ პროექტში – „გვაჩვენე შენი ხმა“ მის გამოსვლას ასახავს.

აღნიშნულ პროექტში მან ჟიური და აუდიტორია სასიამოვნოდ გააოცა და ნუცა თოფურიასთან ერთად შესანიშნავად იმღერა „ძველი ჰანგი“.

„რა საოცარი ხმა აქვს“, „შესანიშნავად მღერის“, „ეს ადამიანი სცენაზე უნდა იდგეს, მას ყველა უნდა იცნობდეს“, – სწორედ ასეთი შეფასებები აქვს ედო არზუმანოვის სიმღერის ვიდეოებს სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g