დევიდ ბექჰემის ყოფილი პირადი ასისტენტი, რებეკა ლოსი, რომელსაც წარსულში ფეხბურთელთან რომანს მიაწერენ, ბექჰემის ვაჟს, ბრუკლინსა და მის მეუღლეს, ნიკოლა პელტცს საჯაროდ უჭერს მხარს.
ლუსმა ერთ-ერთი გამომწერის კომენტარს უპასუხა, რომელმაც მას ბრუკლინის გულახდილ განცხადებებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
„ძალიან მიხარია, რომ მან ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი დაიცვა და საჯაროდ დაიწყო საუბარი. ძალიან მეცოდებოდა მისი უბედური ცოლი, კარგად ვიცი, რაზეც არიან ისინი წამსვლელები. სიმართლე ყოველთვის ზედაპირზე ამოდის“, – დაწერა ლუსმა.
რაც შეეხება ბრუკლინის მწვავე „ინსტაგრამ“ პოსტს:
„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია და რეკლამები ყველაფერზე მაღლა დგას. ბრენდი „ბექჰემი“ პირველია. „ოჯახური სიყვარული“ კი იზომება იმით, თუ რამდენს აქვეყნებ სოციალურ ქსელში ან რამდენად სწრაფად ტოვებ ყველაფერს, რათა ოჯახურ ფოტოსესიაზე პოზირება შეძლო.
ნარატივი, თითქოს ჩემი მეუღლე მაკონტროლებს, არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი. მძიმე შფოთვით გავიზარდე. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ოჯახისგან დაშორების შემდეგ, ეს შფოთვა გაქრა. ყოველ დილით ვიღვიძებ მადლიერებით იმ ცხოვრების მიმართ, რომელიც თავად ავირჩიე.
წლების განმავლობაში დუმილს ვინარჩუნებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები პირადში დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმა და მათმა გუნდმა სხვა გზა აღარ დამიტოვა. ისინი დაუღალავად ცდილობდნენ ჩემი ურთიერთობის დანგრევას ჯერ კიდევ დაქორწინებამდე და მას მერეც ბევრ ბინძურ ხერხს მიმართეს.
მე და ჩემს მეუღლეს არ გვსურს ცხოვრება, რომელიც იმიჯით, პრესითა და მანიპულაციით იქნება დატვირთული. ერთადერთი, რაც გვინდა, არის სიმშვიდე, პირადი სივრცე და ბედნიერება, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი ოჯახისათვის“, – ნათქვამია ბრუკლინის განცხადებაში.



