LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ძალიან რაც გიორგიში მომწონს, არის ადამიანურობა“ – გიორგი ცხადაძის და სალომე ლემონჯავას 9-წლიანი მყარი ოჯახის საიდუმლო

240
გიორგი ცხადაძე

მომღერალი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა ერთად უკვე ცხრა წელი არიან, როგორ შეიცვალა მეუღლეებს შორის დამოკიდებულება და რა ტრანსფორმაცია განიცადა ურთიერთობამ, ამის შესახებ სალომე ლემონჯავა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

„ჩემი აზრით, სიყვარული ყოველთვის იცვლის სახეს და უფრო უკეთესი ხდება, უფრო ძლიერდება. ამ წლების განმავლობაში ჩვენი სიყვარული უფრო გაძლიერდა, ეს როგორც ჩემთვისაა მნიშვნელოვანი, ასევე არის გიორგისთვისაც.

ჩვენ მეგობრებიც ვართ, პარტნიორებიც, შეყვარებულებიც, ცოლ-ქმარიც, მშობლებიც. ცოტ-ცოტა ყველაფერი რომ ვართ, ეს აძლიერებს ჩვენს სიყვარულს. ყველაზე ძალიან რაც გიორგიში მომწონს, არის ადამიანურობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემ გვერდით ცხოვრების ასეთი თანამგზავრი დგას“, – ამბობს სალომე ლემონჯავა „სარკესთან“ ინტერვიუში.

„ხან ერთად ვიყავით, ხან ვიშლებოდით, ბოლოს ისევ შევიკარით“ – გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას სიყვარულის ამბავი

სრული ინტერვიუ იხილეთ ჟურნალში „სარკე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g