LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება 

117
უცხოელთა დასაქმება

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება. აღნიშნულს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს.

იმისთვის, რომ უცხოელმა საქართველოში კანონიერად იმუშაოს, საჭირო იქნება: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე სწორედ „შრომითი საქმიანობის უფლებაა“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება.

„შრომითი საქმიანობის უფლების“ გამცემ უწყებად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განისაზღვრა, რომელსაც დამსაქმებელმა უნდა მიმართოს.

საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად სამინისტროს, მაქსიმუმ, 30 კალენდარული დღე აქვს.

შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.

magti 5g