LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოლქმრული რომანტიკა, ცინიკური ჰაეროვანი კოცნა და ღვინო 75,000 ფუნტად – ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემი ფოტოებს ავრცელებენ

467
page

ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ოჯახური დაპირისპირების ფონზე, „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელეს. მანამ, სანამ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვილებთან ერთად „პარიზის მოდის კვირეულზე“ ერთიანობის დემონსტრირებას ახდენდნენ, ბრუკლინი და ნიკოლა კალიფორნიაში, მონტესიტოში მდებარე ლეგენდარულ San Ysidro Ranch-ში ისვენებდნენ. ეს გახლავთ სასტუმრო, რომელიც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად არის ცნობილი.

„დევიდ და ვიქტორია, მზად ხართ მორიგი დარტყმისთვის?!“- ბრუკლინ ბექჰემი მშობლებთან დაპირისპირების შესახებ მემუარების გამოცემას გეგმავს

წყვილის რომანტიკულ ფოტოებში ჩანს ძვირადღირებული ღვინის ბოთლი, რომლის ფასი დაახლოებით 17,000 ფუნტს აღწევს. ასევე მაგიდაზე გახსნილი იყო კიდევ ერთი წითელი ღვინო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ღვინო, რომელიც 2012 წელს აუქციონზე დაახლოებით 75,000 ფუნტად გაიყიდა. რაც შეეხება სასტუმროს, San Ysidro Ranch-ში ერთი ღამის გატარების ღირებულება 2,595 დოლარია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლა მილიარდერი მამისგან, ნელსონ პელტცისგან თვეში 1 მილიონ დოლარიან დახმარებას იღებს.

პელტცები VS ბექჰემები – ნიკოლა პელტცი მამისგან ყოველ თვე 1 მილიონ დოლარს იღებს – რა დახმარებას იღებს ბრუკლინ ბექჰემი მშობლებისგან

როგორ გავუფუჭოთ დედამთილს მნიშვნელოვანი დღე – ნიკოლა პელტცი ფოტოებს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები