მამა თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელში ლოცვის მნიშვნელობასა და მის შინაგან არსზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ლოცვა მხოლოდ დაზეპირებული ტექსტის წაკითხვა არ უნდა იყოს.
„ყველა ლოცვა უნდა იყოს „შენი სიტყვებით“.
ის ტექსტი, რომელსაც კითხულობ, შენს სიტყვებად თუ არ იქცა— თუთიყუშს დაემსგავსები,
ამიტომ,
უნდა ისწავლო შენი სიტყვებით საუბარი ღმერთთან,
უნდა იყო გულწრფელი ღმერთთან ურთიერთობაში,
მაგალითად: ,,მამაო ჩვენო“-ში, „მოვედინ სუფევა შენი“-ს
ეუბნები,
და არც იცი, ეს რას ნიშნავს…
არ შეიძლება ღმერთს სთხოვო ის, რაც არ იცი…
თან რასაც ითხოვ — შესაბამისად უნდა ცხოვრობდე…
არ შეიძლება ,,წმიდა იყავნ სახელი შენი” უთხრა,
და ამ დროს, შენ წუმპეში იწვე და არც ცდილობდე იქიდან ამოსვლას…“, – წერს მამა თეოდორე გიგნაძე.
გვერდის ამონარიდების არქივიდან
