საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ დღეს, ტაშკენტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელებთან ერთად, სამმხრივ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები და გაუმჯობესებული სერვისები განიხილეს.

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ქვეყნები გააღრმავებენ თანამშრომლობას, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს, გაზრდის ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალს და ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.
