დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ზეინმა ახალი დისკის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი გაამხილა. Icarus Falls ასე ჰქვია ინგლისელი შემსრულებლის მეორე სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს 14 დეკემბერს იხილავს.
საინტერესოა, რომ რელიზამდე რამდენიმე დღით ადრე, 25 წლის მომღერალმა ქსელში ფირფიტის პირველი საიმიჯო სინგლი Rainberry გამოაქვეყნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, დისკში აქამდე წარმოდგენილი რამდენიმე ტრეკი, მათ შორის Let Me, Entertainer, Sour Diesel, Timbaland-თან კოლაბორაცია Too Much, Fingers და დუეტი ნიკი მინაჟთან No Candle No Light შევიდა, რომელიც 15 ნოემბერს გამოვიდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მარტსა და სექტემბერში გამოსული Still Got Time PartyNextDoor-თან და Dusk Till Dawn სიასთან ერთად, ალბომის იაპონურ გამოცემაში შევა.
შეგახსენებთ, რომ ზეინის სადებიუტო სტუდიური ალბომი Mind of Mine 2016 წლით თარიღდება.