კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილმა, ნორდ უესტმა ვალენტინობის დღე მეგობრებთან ერთად, გრანდიოზული შოპინგით აღნიშნა.
„გოგონების დღე“ ნიუ-იორკში გაიმართა. თინეიჯერები ერთმანეთს ფერადი, ერთმანეთთან შეხამებული პარიკებით შეხვდნენ.
ისინი მანჰეტენზე, სოჰოს უბანში მდებარე Alexander Wang-ის ფლაგმანურ ბუტიკს ესტუმრნენ, სადაც მათ თავად დიზაინერი, ალექსანდერ ვანგი დახვდა. ვანგი სიამოვნებით უწევდა მასპინძლობას გოგონებს და აქტიურად ეხმარებოდა მათ ჩანთების არჩევაში.
მან ნორდს პირადად გადასცა ლითონის დეტალებით გაფორმებული ტყავის ჩანთა, რამაც ის აშკარად აღაფრთოვანა.
შოპინგისთვის ნორდმა Balenciaga-ს „ოვერსაიზ“ შავი მაისური აირჩია.