LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს უორენი BRIT Awards-ზე სადებიუტო პერფორმანსით წარდგება

111
b26_anno_performer_alexwarren_16

BRIT Awards-ზე პერფორმერთა სიას, ალექს უორენი შეუერთდა. არტისტი დაჯილდოების სცენაზე სადებიუტო პერფორმანსს გამართავს.

უორენი ბრიტანული პრემიის ნომინანტიცაა. მუსიკოსს წელს პირველად, ,,საუკეთესო საერთაშორისო სიმღერის” ნომინაცია ჰიტისთვის – Ordinary მიენიჭა.

წინასწარი ინფორმაციით, დაჯილდოებაზე ასევე ჰარი სტაილზი, ოლივია დინი, Wolf Alice და როსალია იმღერებენ.

როსალია BRIT Awards-ზე პერფორმერთა სიას შეუერთდა

საღამოზე სპეციალური პერფორმანსით წარდგება მარკ რონსონიც, რომელსაც პრესტიჟულ პრემიას მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცემენ. მოარული ხმების თანახმად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეისთან, დუა ლიპასთან და ლილი ალენთან, რათა ისინი რონსონის შემოქმედების ტრიბიუტისას, მუსიკოსს სცენაზე შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ 46-ე BRIT Awards 28 თებერვალს, მანჩესტერში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები