LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მამაკაცს მინის კონსტრუქცია დაეცა და დაიღუპა

139
შსს

ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში შუა ხნის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მინის კონსტრუქცია დაეცა.

მიღებული მძიმე დაზიანების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g