მზე დღეს იმყოფება ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიულ და ფრიად ინტუიციურ თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მთვარე დღეიდან გადადის ტრადიციულ, ოჯახის და სამშობლოს სიმბოლოს – კირჩხიბის ნიშანში. აღნიშნული ტენდენციები დღის განმავლობაში მეტად გამოვლინდება ადამიანთა ხასიათსა და განწყობებში.
დღის რეკომენდაციები – დღეს მეტი სიფრთხილე გმართებთ ელექტრომოწყობილობებთან და ასაფეთქებელ ნაერთებთან მიმართებაში, რადგან დღე გარკვეულწილად ტრავმულ-ავარიულია. წინასწარ კარგად გააზრებული საქმე კი შემდგომ წარმატებით წარიმართება. მოიმატებს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა.
პარტნიორული ურთიერთობები – გაძლიერდება აღიარებისა და მეტი პატივისცემის მოთხოვნილება.
ჯანმრთელობა – ეფექტურია კბილების, სახსრების, ხერხემლისა და მუხლების მკურნალობა. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და სხვა სამედიცინო ჩარევა მიზანშეწონილია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. სასურველია დიეტური კვება – რაციონში ნუ შეიტანთ მარილიან და ცხარე საკვებს.
დღის პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე რთულია ქორწინებისთვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის და სესხის ასაღებად. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და ხელის მოწერამდე ყურადღებით გადაამოწმეთ ფინანსური დოკუმენტები. სასიკეთოა დღე კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ტრადიციებში ჩაღრმავებისთვის, ასევე ხელს უწყობს ვაჭრობას და ხალხური შემოქმედებითი ნიმუშების შეძენას.
დღის მინერალები და ფერები – ზურმუხტი, მარჯანი, ამეთვისტო და ოპალი მოიზიდავს დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს. ფერებიდან სასურველია თეთრი, იისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება კუროს, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებზე. შედარებით რთულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.