LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მიზანი სამოქალაქო ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობაა, როგორც პროტესტის გაფართოებისთვის, ისე მეტი მოქალაქის დასარწმუნებლად, რომ ცვლილება მათ სასიცოცხლო ინტერესშია“ – ოპოზიციის ალიანსი

112
ოპოზიციის ალიანსი

„ოპოზიციის ალიანსი“ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საპროტესტო ჯგუფებთან მიმდინარე შეხვედრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე „ოპოზიციის ალიანსი“ მათ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და გამარჯვების საერთო სტრატეგიას გააცნობს.

„მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური, ავტოკრატიული რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი სამოქალაქო ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობაა, როგორც პროტესტის გაფართოებისთვის, ისე მეტი მოქალაქის დასარწმუნებლად, რომ ცვლილება მათ სასიცოცხლო ინტერესშია.

მიმდინარე კვირაში „ოპოზიციის ალიანსი“ შევთანხმდით გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი დემოკრატიული ალტერნატივის არსებობის პირობებში, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.

ოპოზიციური ალიანსის მიზანია ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნა ამ რეჟიმის შესაცვლელად, რათა ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით დაიბრუნოს მიტაცებული სახელმწიფო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g