LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრჯერ მინდოდა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა…“ – სალომე გოგიაშვილი ოჯახის დანგრევაზე

460
2026-03-11_01-06-25_769724

ტელესახე, სალომე გოგიაშვილი პოდკასტში withlovetim საუბრობს და მეუღლესთან განშორებაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ საუბრობს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილების კეთილდღეობაა.

„რასაც აკეთებ, გარკვეულწილად იმის შედეგიც იცი. ამიტომ ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რომლის გადატანას და მიღებას ვერ შეძლებ. ბევრჯერ მინდოდა ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა, მაგრამ არ გავაკეთე და საბოლოოდ მივიღე ის შედეგი, რაც მივიღე. შესაძლოა, ეს ნაბიჯი ადრე რომ გადამედგა, მოვლენები ასე არ განვითარებულიყო.

ჩემთვის ახლა მთავარია, რომ ჩემი შვილები კარგად არიან და უყვართ ორივე – დედაც და მამაც. თუ მე დავჯდები და დეტალურად მოვყვები, რა მეტკინა და როგორ მეტკინა, ეს მხოლოდ მათზე იმოქმედებს ცუდად. როცა გაიზრდებიან, შეიძლება თავად მითხრან, რომ ასეთ სიტუაციაში ადრე უნდა წამოვსულიყავი“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.

ცნობისთვის, დაპირისპირება ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილს შორის გასული წლის აგვისტოში დაიწყო.

სალომე გოგიაშვილმა ყოფილი მოდელი, ლიკა შენგელია ჩაქუჩის ჩარტყმის ბრალდების გამო ცილისწამებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოში უჩივლა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ ვიდეომიმართვაში გოგიაშვილი ამბობდა, რომ ბრალდებები, რომელიც მისი მისამართით შენგელიამ სოციალურ ქსელში გააჟღერა, სიცრუეა.

მანამდე კი ლიკა შენგელიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

„ახლა ძალიან კარგად ვარ, ცხოვრების ყველა გამოწვევას უნდა შეხვდე თავაწეულმა – ვფიქრობ, ეს გამოცდა ჩავაბარე“ – სალომე გოგიაშვილი

სალომე გოგიაშვილი: „ვიღაცა ქალი, რომელიც რამდენიმეჯერ შენს ოჯახში გაიელვებს, ის აღმოჩნდება ქალი, რომელიც გართმევს მამას, ოჯახს და ცდილობს, რომ სახლიდან რამენაირად გაგაგდოს – ეს ჩემთვის სირცხვილია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g