LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება: მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით

408
მაკა ბოჭორიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის ჩართულობა და რეგიონში მიმდინარე პროცესები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფანზე და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.

ასევე, განხილულ იქნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

magti 5g