„დღის პოსტს“ გუნდი „პატრიარქის ნორჩი ჩოხოსნები“ ესტუმრა.
გუნდის ხელმძღვანელი, ვერიკო სახიაშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორია გუნდის ცხოვრება:
„ჩვენი ყველაზე დიდი მისია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არის ის, რომ მომავალი თაობა გავზარდოთ სწორად, შევაყვაროთ სამშობლო, ტაძარში სიარული… მჯერა, ამ საქმეს ორმაგი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დღე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლოა, როდესაც ჩოხა მაცვია, რადგან პატრიარქის ჩოხოსნებს წარვადგენ.
დიდი ჩოხოსნები რომ ვაორგანიზებთ ღონისძიებას, ნორჩები ჩოხოსნებიც ჩართულები არიან. მამაოებს ვეკითხებით, რომელი ხატი სჭირდებათ, ჩვენ შევუკვეთავთ ხოლმე, მივდივართ, კურთხევას ვიღებთ მამაოებისგან, პარაკლისს გადაიხდიან… როცა მიგაქვს ხატი, რომელიც შენ შესწირე, დიდი მადლია.
ქველმოქმედებაში ვართ აქტიურად ჩართულები, საშობაოდ და განსაკუთრებით, სააღდგომოდ, არა მხოლოდ პასკებითა და კვერცხებით, არამედ თანხითაც ვეხმარებით ადამიანებს. მივდივართ ტაძრებში, ვასუფთავებთ და ვალაგებთ…“
