LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცილიაში „კოზა ნოსტრას“ 80 წლის ლიდერი და წევრები დააკავეს

klub_kafana_cosa_nostra

სიცილიაში მაფიასთან ბრძოლის სამმართველომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებში „კოზა ნოსტრას“ 46 წევრი დააკავა, მათ შორის მაფიოზური ორგანიზაციის სავარაუდო ლიდერი სეტიმინო მინეი.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს ბრალად ედებათ მაფიოზურ საქმიანობაში მონაწილეობაში, ფულის გამოძალვაში, იარაღის უკანონო ტარებასა და სხვა მძიმე დანაშაულებში.

გამოძიების ვერსიით, 80 წლის სეტიმინო მინეიმ პალერმოში დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება 2017 წელს, ტოტო რიინას გარდაცვალების შემდეგ „კოზა ნოსტრას“ სხვა ლიდერებისგან მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g