ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე აქვეყნებს სტატუსს, სადაც სოციალურ ქსელში მის შესახებ გახშირებულ კრიტიკას და ცილისწამებას პასუხობს.
„როდესაც დაინახავენ, რომ ვერ გიტოლდებიან და მით უმეტეს, ვერ გჯობიან, შეეცდებიან, სახელი გაგიტეხომ, ამას შური ჰქვია.
როდესაც შენი დამარცხება არ შეუძლიათ, შენს ცილისწამებას იწყებენ, რადგან განადგურება უფრო ადვილია, ვიდრე შენ დონემდე მოსვლა.
ნამდვილი მიზეზი, რატომ ჭორაობს ვიღაც შენზე არის ის, რომ მას არასდროს ექნება ის, რაც შენ გაქვს.
თაღლითებსა და ფარისევლებს ჰგონიათ, რომ ყოველთვის გაიმარჯვებენ, მაგრამ ადრე თუ გვიან კარმა მათაც მისწვდება და ჭკუას ასწავლის“, – წერს მარიამ შუკაკიძე.
შეგახსენებთ, მარიამ შუკაკიძემ ცოტა ხნის წინ გამომწერებს გაუმხილა, რომ მის გვერდით არის ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს.
