LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სად დავდოთ დაფნის ფოთოლი სურვილების ასასრულებლად“ – ეზოთერიკოსის საინტერესო რჩევა

8964
2026-04-11_23-33-55_709722

მინეროლოგი და ეზოთერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მორიგ სასარგებლო რჩევას უზიარებს, რომელიც დაფნის ფოთოლს ეხება.

„მე უკვე არაერთხელ მითქვამს დაფნის ფოთლის ძალაზე… მაგრამ არის რაღაცები, რისი შეხსენებაც საჭიროა, რადგან ისინი ნამდვილად მუშაობს.
დაფნის ფოთოლი ეს უბრალოდ სანელებელი არ არის. ეს დაცვის, ფულისა და სურვილების ასრულების სიმბოლოა. და თუ მას სწორად გამოიყენებ ის შენს სასარგებლოდ დაიწყებს მუშაობას.

სად დავდოთ დაფნის ფოთოლი ცვლილებების დასაწყებად:
საწოლის ქვეშ – ძილი უფრო ღრმავდება, ხოლო ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია ისადგურებს. ხალიჩის ქვეშ – აქტიურდება ბარაქის ენერგია, რომელიც პირდაპირ „შემოდის“ სახლში
სუფრის ქვეშ – შენ აძლიერებ ოჯახის ფულად არხს და იზიდავ სტაბილურობას🪴 ყვავილის ქოთანში – გვეხმარება სურვილების უფრო სწრაფად ასრულებაში. (განსაკუთრებით, თუ იმ მომენტში ჩაიფიქრებ მას).
საფულეში – ხსნის რეგულარული ფულის ნაკადს პირდაპირ შენკენ.
პატარა რჩევა: სანამ ფოთოლს დადებ , რამდენიმე წამით ხელში გააჩერე და იფიქრე იმაზე, რაც გინდა. განზრახვა – ეს არის გასაღები.
შეინახე ეს პოსტი, რომ არ დაკარგო. და დააჭირე მოწონებას. თუ გრძნობ, რომ დროა შენს ცხოვრებაში მეტი დოვლათი შემოვიდეს“, – წერს თამარ იოსელიანი.

„როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატივისგან აღდგომისთვის“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა საზოგადოებას

„თებერვლის თმის მაგია…დღეები, როცა მაკრატელი ბედისწერას ეხება“ – როდის უნდა შევიჭრათ თმა, რომ ბედნიერება მოგვიტანოს

„არავის ვაშინებ, მაგრამ იცოდეთ ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სავსემთვარეობა“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

„რატომ არ უნდა გადავწყვიტოთ სხვისი პრობლემები“ – ეზოთერიკოსის სასარგებლო რჩევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g