ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოეხმაურა შვილთან, ბრუკლინ ბექჰემთან კონფლიქტს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ამის შესახებ მან ჟურნალ WSJ Magazine-თან ინტერვიუში ისაუბრა. ინფორმაცია გამოცემა Hello! ავრცელებს.
ინტერვიუში ჟურნალისტმა ვიქტორიას ბრუკლინთან დაპირისპირების შესახებ ჰკითხა, თუმცა, მან პირდაპირ არ ახსენა მისი სახელი.
„ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილები. ყოველთვის ვცდილობდით, მათთვის საუკეთესო მშობლები ვყოფილიყავით. უკვე 30 წელზე მეტია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვართ და მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთს ვაკეთებდით, ვიცავდით და გვიყვარდა ჩვენი შვილები. ეს არის ყველაფერი, რაც ამ თემაზე მინდა ვთქვა“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი 2026 წლის იანვარში გამწვავდა, როცა ბრუკლინმა სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადება გაავრცელა. მან მშობლები კონტროლში და მისი ქორწინების დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ შერიგებას არ აპირებს.
მას შემდეგ ბრუკლინმა მშობლები და და-ძმა სოციალურ ქსელებში დაბლოკა და მათთან კომუნიკაცია მხოლოდ იურისტების მეშვეობით მოითხოვა.
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა, კონფლიქტის ფონზე, შვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს

