LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1960-იანი წლების ხელნაკეთი Ferrari-ს კონკურენტი აუქციონზე 520 ათას დოლარად გაიყიდა

115
1428x1428

აუქციონზე Bring a Trailer დასრულდა იშვიათი და უჩვეულო სპორტქარის – Cheetah-ის გაყიდვა. ავტომობილი 1960-იან წლებში ინჟინერმა ბილ ტომასმა შექმნა, რომლის მიზანი იყო შეექმნა მოდელი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა როგორც Ferrari-ს, ისე Shelby Cobra-ს.

სხვადასხვა შეფასებით, სულ მხოლოდ 19-დან 23-მდე ასეთი ავტომობილი დამზადდა. აუქციონზე გამოტანილი ეგზემპლარი ამ სერიის ბოლო აშენებული მანქანა იყო. საბოლოოდ ის 520 ათას დოლარად გაიყიდა – თანხა, რომელიც ძალიან ახლოსაა ახალი Ferrari 12Cilindri-ის საწყის ფასთან.

Cheetah გამოირჩეოდა არასტანდარტული დიზაინით – კაბინა უკანა ღერძისკენ იყო გადაწეული, რაც ავტომობილს გამორჩეულ პროპორციებს აძლევდა. მანქანა აგებული იყო მილოვან შასიზე, ხოლო კორპუსი თავდაპირველად ალუმინისგან, მოგვიანებით კი მინაბოჭკოსგან მზადდებოდა.

პროექტის განვითარებაში მონაწილეობდა General Motors, რომელიც ინჟინერს ქარხნული კომპონენტებით ამარაგებდა, განსაკუთრებით Chevrolet Corvette-ის ნაწილებით. თუმცა თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელდა, 1965 წელს სახელოსნოში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა პროექტს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

აუქციონზე გაყიდული კონკრეტული ეგზემპლარი ხანძრის შემდეგ გადარჩენილი ნაწილებისგან დამზადდა და თავდაპირველად ძრავის გარეშე გადაეცა მფლობელს. მოგვიანებით მასზე დაამონტაჟეს მოდიფიცირებული 5.5 ლიტრიანი V8 ძრავა Chevrolet Corvette-იდან, რომელიც ოთხ საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები