დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა.
არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გაიხსენა „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ილია მეორე.
მუსიკოსი დათო არჩვაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ პატრიარქი საზოგადოებისთვის იყო თავმდაბლობის, სიყვარულის, გაერთიანების სიმბოლო.
მუსიკოსმა პატრიარქთან შეხვედრის უცნობი ისტორიაც გვიამბო.
„ბედნიერი ადამიანები ვართ, რომ იმ საუკუნეში ვცხოვრობთ, რომელ საუკუნეშიც მოღვაწეობდა ჩვენი უდიდესი, უსაყვარლესი პატრიარქი, განუმეორებელი ადამიანი. პატრიარქს აქვს ხელოვნების მუსიკალური შედევრები შექმნილი, მისი რეფორმები და საერთოდ მთელი საქართველოს მოქცევა სარწმუნოებისკენ. ის იყო მაგალითი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის. ის იყო თავმდაბლობის, უბრალოების, სიყვარულის, გაერთიანების სიმბოლო.
ეს ჩემთვის დაუვიწყარი ისტორიაა, როდესაც ჩემს დაბადების დღეზე ვიმყოფებოდით პატრიარქთან, მამა კახაბერ გოგოტიშვილმა პატრიარქს უთხრა, რომ დღეს დათოს დაბადების დღეც არისო, იცით რამხელა თავმდაბლობით და სიყვარულით გაიოცა? თავის სასწაული ფაფუკი ხელი წამოიღო, მომეფერა და მომენტალურად მოვიდა მუზა, გერმანიაში მეორე დღესვე დავასრულე ეს სიმღერა, რომელიც ჩემს საავტორო ალბომშია შესული“, – იხსენებს მომღერალი.
