რუსთაველის თეატრის მსახიობი, ქეთი სვანიძე, რომელმაც რობერტ სტურუას „ვეფხისტყაოსანში“ თინათინის როლი შეასრულა, სამშაბათს „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იქნება.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზედაც მსახიობი ისაუბრებს სწორედ სპექტაკლს ეხება.
„პრემიერა ჩემს გულში ქალბატონ მარინას მივუძღვენი…ვერ მივიღებ იმ ადამიანების კრიტიკას, რომლებსაც სპექტაკლი არ აქვთ ნანახი…ასეთი მძიმე და ასეთი რთული რეპეციტიები მე არ მქონია,“ – აღნიშნავს ქეთი სვანიძე გადაცემის ანონსში, რომელსაც „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანი გიორგი გასვიანი გვიზიარებს.
