LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4311
მიხეილ ცაგარელი

დღეს, 12:59 საათიდან იწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ დროს ადამიანებში საგრძნობლად დუნდება ყურადღება, რაც ხშირად ხდება ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. მძღოლებსა და ქვეითებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე.

დღის რეკომენდაცია – დაიცავით წესები და კანონები, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. დღე ხელსაყრელია საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად, თვითშემეცნებისთვის, თევზაობისა და გამოძიებისთვის. პოზიტიური პერიოდია რემონტისთვის, რეცხვისა და დასუფთავებისთვის. კარგი დროა მანქანის ყიდვა-გაყიდვისა და ცხოველების შეძენისათვის. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ნოტარიული საბუთების გაფორმებას, დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობას, მგზავრობას, პარტნიორულ თანამშრომლობას, სესხის აღებას. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი პოზიტიური და კარგი სიზმრები ახდება.

პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს ეჭვიანობა, სიჯიუტე და სარკაზმი.  ეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად პირდაპირები, რადგან ეს მხოლოდ დაძაბულობას გამოიწვევს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდსასქესო სისტემა. ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) დღეს არ არის სასურველი. ორგანიზმის იმუნიტეტის გასაძლიერებლად რაციონში შეიტანეთ მეტი ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი. ხელსაყრელია კოსმეტიკური პროცედურები და მასაჟი.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ  მინერალები: ოპალი, თოფაზი, ობსიდიანი და მარჯანი, ხოლო ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, შავ, ლურჯ, ცისფერ და მწვანე ფერებს, ეს ტონები გააძლიერებს თქვენს მომხიბვლელობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომლებსაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები