LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: „სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ბიზნესმაც, რისი დამადასტურებელი განცხადებებიც ვიხილეთ, რაც მისასალმებელია… ბიზნესის მთავარი მიზანია ერთი მხრივ, მოგება ნახოს, მეორე მხრივ, ფასები უნდა იყოს მისაღები, ეს ბალანსია დასაჭერი“

120
არჩილ გორდულაძე

„სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ბიზნესმაც, რისი დამადასტურებელი განცხადებებიც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, რაც მისასალმებელია“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

არჩილ გორდულაძის თქმით, „ბიზნესის მთავარი მიზანია, რომ მან, ერთი მხრივ, მოგება ნახოს, მეორე მხრივ, ფასები უნდა იყოს საზოგადოებისთვის მისაღები და ეს ბალანსი არის დასაჭერი“.

მისივე განცხადებით, „ფაქტობრივად, ფუნდამენტურად არის შესწავლილი ის ფასწარმოქმნის ჯაჭვი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე ფასებს განაპირობებს“.

„გაცემულია რეკომენდაციები, რომლითაც პირობითად, შეიძლება დაიყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გადაჭრის გზებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიყვანს ფასების კლებასთან.

ერთ-ერთი მოკლევადიანი გადასადგმელი ნაბიჯი არის კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა და მუშაობს და რაც თავის მხრივ, გარკვეულ პროდუქტებზე ფასებსაც შეამცირებს. ჩვენ გვაქვს მიდგომა, როგორიც უნდა იყოს მმართველ გუნდსა და ბიზნესს შორის – ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. წარმოუდგენელია, რომ ეს სხვანაირად არსებობდეს. თუ არ არსებობს ბიზნესი, არ არსებობს ეკონომიკა, შესაბამისად, არც სამუშაო ადგილები იქმნება, არც ეკონომიკა ვითარდება და კიდევ უფრო მძიმედ აწვება ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობის სოციალურ გარემოს. ჩვენ რომ ვიყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი ხელისუფლება, მაშინ მარტივად გვექნებოდა ზეწოლა ბიზნესზე. ბიზნესი იქნებოდა პირდაპირ ხელისუფლების მართული, რასაც არ ვაკეთებთ და არც არასდროს გავაკეთებთ.

2012 წლის შემდეგ, ბიზნესი არის თავისუფალი და აქ მთავარია, რომ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ბიზნესმაც, რისი დამადასტურებელი განცხადებებიც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, რაც მისასალმებელია. საბოლოო ჯამში, ბიზნესის მთავარი მიზანია, რომ მან, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მოგება ნახოს, მეორე მხრივ, მისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ფასები უნდა იყოს საზოგადოებისთვის მისაღები. ეს ბალანსი არის დასაჭერი, სადაც ბიზნესმა, ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა იმუშაოს და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე საშუალო და გრძელვადიანი ნაბიჯების სახით.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დგას რეალურად, გაზრდილი ფასების მხარეს. ისინი ყოველთვის დგანან მაღალი ფასების, არეულობის, სიძულვილის ენის მხარეს რომ როგორმე, სოციალური გარემო გაუარესდეს და ამით შეეცადონ მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შოთა ბერეკაშვილი: „გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g