LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს ვყოფილვარ მომთხოვნი და მკაცრი დედა“ – ვიქტორია ბექჰემი ახალ ინტერვიუში ბრუკლინ ბექჰემის ბრალდებებს ეხმიანება

311
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (6)

ვიქტორია ბექჰემმა ახალ ინტერვიუში თავისი გაუცხოებული შვილის, ბრუკლინ ბექჰემის ხმაურიან განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი ყოველთვის მხოლოდ კარგი დედობა იყო.

„იმედი მაქვს, გესმით, რასაც ვგულისხმობ, დაე, ამაზე სხვებმა იდარდონ!“ – ვიქტორია ბექჰემი ვაჟის ირგვლივ ატეხილ ხმაურზე

ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ

იანვარში 27 წლის ბრუკლინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ემიჯნება ოჯახს და აღარ მიიჩნევს თავს „ბექჰემების ბრენდის“ ნაწილად. მან ასევე გააკრიტიკა მშობლები და და-ძმა და მათი ქცევა „დადგმულად“ და არაბუნებრივად შეაფასა, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.

პოდკასტში ამ თემაზე საუბრისას ვიქტორიამ განაცხადა, რომ „ბექჰემების ბრენდის“ შექმნა არ ყოფილა მათი მიზანი.

„მე და დევიდს ბრენდის შექმნაზე საერთოდ არ გვიფიქრია. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. ჩვენ საერთო კონტრაქტები არ გვაქვს. დევიდი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, მე კი ვაკეთებ ჩემს საქმეს. ასე იყო ყოველთვის. რაც შეეხება შვილებს, ჩემი მიზანი ყოველთვის მხოლოდ კარგი დედობა იყო.

არასდროს ვყოფილვარ მომთხოვნი და მკაცრი დედა. ჩვენს შვილებს ბევრად განსხვავებული ბავშვობა ჰქონდათ, ვიდრე მე და დევიდს. დღეს სამყაროც სრულად სხვანაირია. ყოველთვის ვცდილობდით, მაქსიმალურად დაგვეცვა ისინი და ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვყოფილიყავით. ძალიან ვამაყობ ყველა ჩემი შვილით. ისინი მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები არიან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ვიქტორია.

ვიქტორიამ ასევე აღიარა, რომ ცნობილ ოჯახში გაზრდა ბავშვებისთვის რთული იყო, თუმცა ყოველთვის ცდილობდა მათ დაცვას. ეს კომენტარი ეხმიანება ბრუკლინის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ბავშვობაში „მძიმე შფოთვას“ განიცდიდა.

რაც შეეხება ბრუკლინის სკანდალურ ბრალდებებს:

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია და რეკლამები ყველაფერზე მაღლა დგას. ბრენდი „ბექჰემი“ პირველია. „ოჯახური სიყვარული“ კი იზომება იმით, თუ რამდენს აქვეყნებ სოციალურ ქსელში ან რამდენად სწრაფად ტოვებ ყველაფერს, რათა ოჯახურ ფოტოსესიაზე პოზირება შეძლო.

ნარატივი, თითქოს ჩემი მეუღლე მაკონტროლებს, არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში, მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი. მძიმე შფოთვით გავიზარდე. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ოჯახისგან დაშორების შემდეგ, ეს შფოთვა გაქრა. ყოველ დილით ვიღვიძებ მადლიერებით იმ ცხოვრების მიმართ, რომელიც თავად ავირჩიე.

წლების განმავლობაში დუმილს ვინარჩუნებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები პირადში დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმა და მათმა გუნდმა სხვა გზა აღარ დამიტოვა. ისინი დაუღალავად ცდილობდნენ ჩემი ურთიერთობის დანგრევას ჯერ კიდევ დაქორწინებამდე და მას მერეც ბევრ ბინძურ ხერხს მიმართეს.

მე და ჩემს მეუღლეს არ გვსურს ცხოვრება, რომელიც იმიჯით, პრესითა და მანიპულაციით იქნება დატვირთული. ერთადერთი, რაც გვინდა, არის სიმშვიდე, პირადი სივრცე და ბედნიერება, ჩვენთვის და ჩვენი მომავალი ოჯახისათვის“, – დაწერა ბექჰემების უფროსმა ვაჟმა.

„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია ყველაფერზე მაღლა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება მშობლების კონტროლის ქვეშ ვიყავი“ – ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებს განაჩენი გამოუტანა – სკანდალური განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები