„YE, KANYE WEST ერთადერთი ლაივი საქართველოში…“ – Starring Georgia ამერიკელი რეპერის, კანიე უესტის კონცერტს აანონსებს, რომელიც 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.
ამერიკელი რეპერი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია, რომლის ანგარიშზეც არაერთი ჰიტია. ის ყველა დროის საუკეთესო რეპერების სიაშია შესული და საუკეთესოდ გაყიდვად რეპერადაც მიიჩნევა.
