ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის შესაძლო დაშორების შესახებ უცხოურ მედიაში ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა წყვილს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
19 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯესიკა ბილი ჯასტინ ტიმბერლეიკთან გაშორებას აპირებს
ბოლო ცნობებით, ჯესიკა ბილი უკმაყოფილოა მეუღლის ქცევის გამო და, როგორც რამდენიმე ტაბლოიდი წერს, მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკს „ბოლო გაფრთხილებაც“ მისცა. ინსაიდერების თქმით, დაძაბულობის მთავარი მიზეზი 2024 წლის ალკოჰოლთან დაკავშირებული ინციდენტი და მომღერლის ბოლოდროინდელი სკანდალებია.
მედიის ინფორმაციით, ჯესიკა განსაკუთრებით გაღიზიანებულია იმით, რომ ტიმბერლეიკი ხშირად სახლიდან შორს არის და ოჯახურ ცხოვრებაში ნაკლებად ერთვება. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ წყვილი „ცალკე ცხოვრობს“ და მათ ურთიერთობაში ემოციური დისტანცია გაჩნდა.
ამავე დროს, რამდენიმე გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად კრიზისისა, მათი ქორწინება საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა. წყარო ამბობს, რომ ჯესიკა ბილი ცდილობს ოჯახი შვილების გამო შეინარჩუნოს, თუნდაც ღალატზე თვალების დახუჭვის ტოლფასად.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი 2012 წელს დაქორწინდნენ და ორი შვილი ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ ინფორმაცია გავრცელდა ჯასტინის ღალატის შესახებ. ტაბლოიდები იმასაც წერდნენ, რომ წყვილი განქორწინებას გეგმავდა, თუმცა, ინსაიდერების განცხადებით, ჯესიკამ მეუღლეს ღალატი აპატია, მეტიც, ამის შემდეგ წყვილს მეორე შვილი შეეძია.
ჯასტინ ტიმბერლეიკი დააპატიმრეს – პირველი ფოტოები უკვე გავრცელდა
ჯასტინ ტიმბერლეიკს ცოლმა ღალატი აპატია და შეურიგდა – წყვილი იტალიაში ისვენებს

