პოლონეთში სულ უფრო ხშირად ჩნდება ე.წ. კვერცხის აპარატები – სპეციალური მოწყობილობები, სადაც მომხმარებლებს ფერმერული კვერცხის ყიდვა დღის ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
თავდაპირველად ასეთი აპარატებუ მხოლოდ დიდ ქალაქებში – ვარშავაში, კრაკოვსა და პოზნანში იყო გავრცელებული, თუმცა ახლა ისინი პატარა დასახლებებშიც აქტიურად მონტაჟდება.
სიახლე ჩვეულებრივი სავაჭრო აპარატის პრინციპით მუშაობს, მომხმარებელი ირჩევს კვერცხის ზომას, იხდის ნაღდი ფულით ან ბარათით და რამდენიმე წამში სპეციალური თარო 10 ცალი ახალი კვერცხით იხსნება.
პროდუქტის ხარისხის შესანარჩუნებლად აპარატებში მუდმივად დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება, რაც კვერცხს მაცივრის მსგავს პირობებში ინახავს.
შეძენის პროცესი რამდენიმე წამს გრძელდება და დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი, რის გამოც სიახლემ უკვე დიდი რაოდენობით მუდმივი მომხმარებელი შეიძინა.
როგორც წესი, ასეთი აპარატები ადგილობრივ ფერმერებს ეკუთვნით, რაც მათ საშუალებას აძლევს პროდუქცია შუამავლების გარეშე პირდაპირ მომხმარებლებს მიჰყიდონ.