LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 ოჯახიდან 4 ბიჭი დაიღუპა, ორ-ორი ძმა“ – ცნობილი ხდება გარდაბანში მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი 4 ახალგაზრდის ვინაობა

492
ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში

მთავარ სლაიდზე ფოტო: ambebi.ge

დღეს გარდაბანში, გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ერთი ადამიანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დიდი სიჩქარით მოძრავი „BMW“-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილობრივი მაცხოვრებლები მომხდარისა და გარდაცვლილების შესახებ „Ambebi.ge“-სთან საუბრობენ და ამბობენ, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან.

„ჩვე­ნი სოფ­ლის, ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი ოთხი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ორი ძმა და კი­დევ ორი ძმა, ეს ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი. მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ნა­თე­სა­ვე­ბიც არი­ან. რო­გორც ვიცი, კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა იყო სა­გა­რე­ჯო­ე­ლი მან­ქა­ნა­ში. სა­გა­რე­ჯო­ე­ლე­ბიც და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან. დი­ლით ასე თქვეს, რომ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ გად­მო­ვარ­და მან­ქა­ნი­დან. ორი ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო მან­ქა­ნა­ში. ორი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე, რომ გა­ი­ზარ­და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი. რო­გორც ჩანს, ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. ვი­ცო­დი რომ შვიდ­ნი იყ­ვნენ. ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე მერ­ვეც რომ ყო­ფი­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. იმ ად­გი­ლას ვინც იყო, ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნის ნა­წილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი.

დაშლილია მთლიანად მანქანა, იქ გადარჩენის შანსი არ იყო. არ ვიცი, რა სიჩქარით მიდიოდნენ. გარდაცვლილებიდან ერთს ვიცნობდი ახლოს, რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. მისი ძმაც გარდაცვლილია. თანავუგრძნობ ყველას. დიდი ტრაგედიაა, ძალიან მძიმე ვითარებაა“, – ამბობს ადგილობრივი გამოცემასთან.

როგორც „Ambebi.ge“ წერს, სო­ფელ ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი შა­მილ და ქა­მილ ალი­ე­ვე­ბი არიან.

ასე­ვე კი­დევ ორი ძმა არის და­ღუ­პუ­ლი – ალილ და სა­ჰირ ჯა­ლი­ლო­ვე­ბი.

„ქა­მი­ლი 19 წლის იყო, შა­მი­ლი 17 – ის. ბი­ჭებს მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ. ბე­ბია და ბა­ბუა ზრდიდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პათ, ჯერ მამა, შემ­დეგ დედა. ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ზრდი­ლო­ბით, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, კულ­ტუ­რით და არას­დროს არა­ვის აწუ­ხებ­დნენ. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ძმე­ბი. ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო შა­მი­ლი. ყვე­ლას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. გული მტკი­ვა ძა­ლი­ან. შა­მი­ლი მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და, შრო­მობ­და, ქა­მი­ლი სპორ­ტს მის­დევ­და, კრი­ვით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რო­გო­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი ძმე­ბი იყ­ვნენ, გული მტკი­ვა ძა­ლი­ან და ვუ­სამ­ძიმ­რებ ყვე­ლას“, – ამ­ბობს გამოცემასთან ახალგაზრდების სკო­ლის პე­და­გო­გი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g