LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია შვილის მიერ 19 წლის ასაკში ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას იხსენებს: „მირიანმა 19 წლის ასაკში მითხრა – „დე, [ელიჩკა] 3 წელია უკვე მიყვარს და მოვიყვან რა ცოლადო“

469
თეა დარჩია

ცნობილმა მოცეკვავემ თეა დარჩიამ გადაცემა „პირველ სტუდიაში“ შვილის, მირიან მათიაშვილის ოჯახურ ცხოვრებასა და დედამთილის სტატუსზე ისაუბრა.

თეა დარჩიამ გადაცემაში გაიხსენა ის მომენტი, როდესაც 19 წლის შვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება გააცნო და აღნიშნა, რომ მას სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც მოცეკვავე აღნიშნავს, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის მიუხედავად, შვილის არჩევანს გაგებით შეხვდა.

თეა დარჩიამ შვილთან შემდგარი დიალოგი დეტალურად გაიხსენა:

„მირიანმა 19 წლის ასაკში მითხრა – „დე, [ელიჩკა] 3 წელია უკვე მიყვარს და მოვიყვან რა ცოლადო“. ხო, მოიყვანე დედა, აბა, რა უნდა ქნა – ვუთხარი… რაო? დედა, მართლაო? მე შენ გენდობი-თქო… მოიყვანე, მე თანახმა ვარ, ყველანაირად ხელს შეგიწყობ, პრობლემა არ არის-თქო“, – განაცხადა თეა დარჩიამ.

მირიან მათიაშვილი უკვე სამი წელია, რაც ელენე ბარამიძეზეა დაქორწინებული.

ვიდეო: თეა დარჩიას ქალიშვილი და რძალი აჭარულს ერთად ცეკვავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g