რამდენიმე დღის წინ, „სამგორის“ მეტროში 21 წლის მარიამ ტყემალაძე მოულოდნელად ცუდად გახდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მარიამი თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო.
მარიამის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ცნობილი გახდა, მან წლის დასაწყისში ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.
ექიმი რომა ბაბაევი, ბარიატრიული ქირურგის ჯაბა ბაბაევის ვაჟი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, ბარიატრიულ ოპერაციაზე ატეხილ აჟიოტაჟს.
„გამარჯობა, მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს. მარიამს 5 იანვარს გავუკეთეთ ბაიპასის ტიპის ოპერაცია. ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად.
„მუდამ ღიმილიანი, ენერგიული და უაღრესად პოზიტიური მარიამი ყველას ძალიან, ძალიან დაგვაკლდება…“ – თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამძიმრის წერილს ავრცელებს
„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ რომ გარდაიცვალა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი, მარიამ ტყემალაძე“
მარიამი ჩვენთვის იყო არამხოლოდ პაციენტი, არამედ ძალიან კარგი მეგობარი, გვქონდა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. იყო ძალიან კარგი პაციენტი, ოპერაციისთვის 3 თვე ვამზადებდით, იყო შეგნებული და თვითონ არ უნდოდა ოპერაცია, სანამ კარგად არ დაიკლო და არ მოემზადა. ოპერაციის შემდეგაც მუდმივ მეთვალყურეობაში იყო, ნებისმიერ წამალზე მწერდა და ჩვენს გარეშე არაფერს აკეთებდა. ასრულებდა ყველა რეკომენდაციას იდეალურად. იკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, 3 თვის თავზე ჩაიტარა შესაბამისი კვლევები, ჰქონდა იდეალური მდგომარეობა. მაგრამ 3 დღის წინანდელმა ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, სადაც გაგვიზიარა თავისი before/after და იყო უბედნიერესი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, მოხდა ასეთი ტრაგედია, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. იყო უბრალოდ შოკი.
გთხოვთ, მოეშვათ ამ ამბის ბარიატრიასთან დაკავშირებას, იყო მოულოდნელი სიკვდილი. პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ექიმს! ექპერტიზის დასვკნა სანამ არ იქნება, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, რაიმე კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და ვეცდები, დაგეხმაროთ, აქ პოსტვით უბრალოდ პანიკა იქმნება.
ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახის წევრებს! თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!“, – წერს რომა ბაბაევი სოციალურ ქსელში.
სამგორის მეტროში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
