24 აგვისტოს, Mono Hall ბათუმში, CeeLo Green-ის სოლო კონცერტი გაიმართება. არტისტი, რომელმაც პოპულარობა Danger Mouse-თან დუოთი – Gnarls Barkley მოიპოვა, საქართველოს მესამედ ეწვევა.
პირველად, მუსიკოსი ჩვენ ქვეყანას 2017, ხოლო მეორედ, 2023 წელს სტუმრობდა.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 მაისს, 14 საათზე დაიწყება.

CeeLo Green არის „გრემის“ ხუთგზის ლაურეატი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი, რომელმაც მუსიკალურ სცენაზე პირველად ჯგუფის – Goodie Mob წევრის სტატუსით გაითქვა სახელი. მოგვიანებით მან საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა პროექტით – Gnarls Barkley და მსოფლიო ჰიტით – Crazy, რასაც მოჰყვა მისი სოლო ჰიტი – Forget You.