ბედ ბანიმ და ,,ზარამ” ერთობლივი კოლექცია, სახელწოდებით – Benito Antonio წარადგინეს. პუერტორიკოელი არტისტისა და ესპანური მოდის გიგანტის კოლაბორაციას საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც Bad Bunny-მ ბრენდის სამოსი წლევანდელ ,,სუპერბოულსა” და Met Gala-ზე მოირგო.

ხაზი მოიცავს ჰუდებს, კეპებს, ზოლიან მაისურებსა და კლასიკურ სამოსს, რომლებიც შთაგონებულია თავად მუსიკოსის მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში მორგებული ლუქებით.
კაფსულა აერთიანებს ქუჩის სტილსა და დახვეწილ ტეილორინგს, სადაც დომინირებს პასტელური ტონები, მწვანე და ვარდისფერი ფერები.
პირველი ფიზიკური გაყიდვები პუერტო-რიკოში, Plaza Las Américas-ის მაღაზიაში დაიწყო, სადაც მოულოდნელად, თავად შემსრულებელიც გამოჩნდა.
კოლექციის საერთაშორისო გაყიდვები, მათ შორის ონლაინ, 21 მაისს დაიწყება.
როგორც მუსიკისა და მოდის კრიტიკოსები აღნიშნავენ, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ის გლობალურ პოპ-კულტურასა და ხელმისაწვდომ მოდას აკავშირებს, რაც მომღერლისთვის საკუთარი იდენტობისა და სტილის ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების საშუალებას იძლევა.