,,ნეტფლიქსზე” კაილი მინოუგის ახალი დოკუმენტური სერიალი, სახელწოდებით – ,,კაილი” გამოვიდა. სამნაწილიან პროექტში, არტისტი მის ცხოვრებაში არსებულ უმძიმეს და ამავე დროს ყველაზე ნათელ მომენტებს იხსენებს.
,,ნეტფლიქსი” კაილი მინოუგის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
აღსანიშნავია, რომ მასში პოპ ვარსკვლავმა პირველად გაამხილა, რომ 2005 წელს ძუძუს კიბოს დამარცხების შემდეგ, 2021 წლის დასაწყისში ფარულად მეორედაც ებრძოდა ძუძუს პირველად სიმსივნეს.
მომღერლის აღიარების თანახმად, დაავადება რეგულარული შემოწმებისას აღმოაჩინა. პირველი ავადმყოფობისგან განსხვავებით, როდესაც მედიის ყურადღება მის პირად ცხოვრებაზე უპრეცედენტო იყო, 2021 წლის მკურნალობა მინოუგმა სრულად გასაიდუმლოებული ფორმით, ყოველგვარი საჯარო განცხადებების გარეშე გაიარა.
გაირკვა, რომ აღნიშნულმა ემოციურმა პერიოდმა შთააგონა მას 2023 წლის ალბომის – Tension ბოლო ტრეკი – Story, რომლის ნამდვილი მნიშვნელობაც დოკუმენტურ ფილმში გამჟღავნდა.
ფილმში არტისტი ასევე გულახდილად საუბრობს რეპროდუქციულ პრობლემებზე. 2005 წელს მკურნალობის დაწყებამდე, მას ქიმიოთერაპიის გადადება მოუწია, რათა ინვიტრო განაყოფიერებით შვილის გაჩენა ეცადა. მცდელობების მიუხედავად, ეს ვერ განხორციელდა, თუმცა ამ მძიმე გამოცდილებამ მას სიმღერის – Flower (2012) შექმნისკენ უბიძგა.
მუსიკოსის მიზანია, რომ ამ გულახდილი აღიარებით საზოგადოებას შეახსენოს სამედიცინო შემოწმებების (სკრინინგის) სასიცოცხლო მნიშვნელობა.
სერიალში კაილი ასევე საუბარია იმაზე, თუ როგორ განიცადა 2005 წლის ტურნეს კონცერტებისა და გლასტონბერის ფესტივალზე გამოსვლის გაუქმება და როგორ მოახერხა თაყვანისმცემლების უდიდესი სიყვარულის ფონზე, ამავე ფესტივალის მთავარ სცენაზე ტრიუმფალურად დაბრუნება.
კაილი მინოუგი ,,გლასტონბერზე” – მომღერლის მოულოდნელობებით სავსე პერფორმანსი (ვიდეო)