LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული! წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ აქვს პრეტენზია, რომ ინტელექტუალია“ – ციცინო შურღაია

198
ციცინო შურღაია

გადაცემაში „VERSUS ირინა ტორონჯაძესთან ერთად” პლასტიკურმა ქირურგმა ციცინო შურღაიამ ინტელექტისა და ფინანსური მდგომარეობის კავშირზე ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ წონასთან დაკავშირებით გაკეთებული და კრიტიკის ქარცეცხლში მოხვედრილი განცხადების შემდეგ, ცნობილმა ქირურგმა ამჯერად აღნიშნა, რომ ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ინტელექტუალობაზე პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს.

გადაცემის მსვლელობისას ციცინო შურღაიამ განაცხადა, რომ ფინანსური უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებთან:

„არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა იშვიათი გამონაკლისის გარდა… სიგამხდრე არის ჯანმრთელობა“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ციცინო შურღაია, ცნობილი პლასტიკური ქირურგის რეკომენდაცია

„დაკლება რაში მჭირდება? სიგამხდრე არის ჯანმრთელობა, დააკვირდით ძალიან ღრმა სიბერემდე აღწევს ისეთი ხალხი, როგორიც შენ ხარ (წამყვანს)“

„თუ ინტელექტუალობა გაქვს, უკვე რაღაცას მიაღწიე იმდენს, რომ ექიმის ფული იშოვო, ხომ? ერთი მეორეს გამორიცხავს – თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს ე.ი. ინტელექტუალი არ ყოფილხარ, თორემ იშოვიდი…“, – ამბობს შურღაია.

აღნიშნულ რეპლიკაზე გადაცემის წამყვანმა პლასტიკურ ქირურგს ქვეყანაში არსებულ რეალობაზე მიუთითა – „ახლა ძალიან შეგეკამათებიან, რადგან ძალიან ბევრი მართლა ინტელექტუალი ადამიანი, ჭკვიანი და განათლებული, დღეს საქართველოში არის არარეალიზებული და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ახლოს არ ჩაუვლია ინტელექტთან, ისე კარგად იშოვა ფული, თქვენი მოსაწონი… აი, ამას რა ვუყოთ?“, – უთხრა ირინა ტორონჯაძემ.

საპასუხოდ ქირურგმა საკუთარი პოზიცია კიდევ უფრო განავრცო და აღნიშნა, რომ ინტელექტს სხვადასხვა ხარისხი აქვს:

„მაშინ, რატომ მიგაჩნიათ ეს ხალხი ინტელექტუალებად? იმიტომ კი არა, რომ ჩემზე ვამბობ – სადაც არ უნდა დამსვან, სამუშაო მექნება… ინტელექტუალობასაც თავისი ხარისხი აქვს, მაშინ დაბალი ხარისხის ყოფილა… რაღაცას მაინც მოიფიქრებს ადამიანი, თუ არადა ნუ გაქვს პრეტენზია, რომ შენ ინტელექტუალი ხარ, მაპატიეთ ამაზე“.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, „ანუ ინტელექტუალ ადამიანს ფული უნდა ჰქონდეს აუცილებლად?“, ციცინო შურღაიამ საკუთარი მოსაზრება ასე შეაჯამა:

„ინტელექტუალ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული! წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ აქვს პრეტენზია, რომ ინტელექტუალია“, – თქვა ციცინო შურღაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g