LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში Airbnb-ის მეშვეობით ბინები მოკლე ვადით აღარ გაქირავდება – გადაწყვეტილება ძალაში 2028 წლის ნოემბრიდან შევა

112
ბარსელონა

ბარსელონის ხელისუფლება, 2028 წლის ნოემბრამდე, სრულად აუქმებს მოკლევადიანი ტურისტული (Airbnb-ის ტიპის) საცხოვრებლების ლიცენზიებს – მუნიციპალიტეტი შეწყვეტს ტურისტული აპარტამენტებისთვის ახალი ლიცენზიების გაცემას და არ განაახლებს უკვე არსებული 10 101 ლიცენზიიდან არცერთს მათი ვადის ამოწურვის შემდეგ.

ქალაქის მერმა ჟაუმე კოლბონიმ აღნიშნული ინიციატივა 2024 წლის ივნისში წარადგინა. უძრავი ქონების მფლობელებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა 2025 წლის მარტში ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელები არ დააკმაყოფილა და ბარსელონას სრული სამართლებრივი უფლებამოსილება მიანიჭა გეგმის განხორციელებისთვის. შედეგად, აკრძალვა საბოლოოდ დამტკიცდა.

აკრძალვის მთავარი მიზეზი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული კრიზისია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბარსელონაში ქირის ფასი 68%-ით გაიზარდა. ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თანდათან გამოიდევნა იმ უბნებიდან, სადაც მოკლევადიანმა გაქირავებამ მთლიანი შენობები მოიცვა. ქალაქის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება მიუღებელი გახდა.

რას ნიშნავს ეს ცვლილება ტურისტებისთვის? 2028 წლის ნოემბრის შემდეგ ბარსელონაში მოკლევადიანი ვიზიტისთვის მთლიანი ბინის ქირაობა აღარ იქნება შესაძლებელი. ფუნქციონირებას გააგრძელებენ სასტუმროები, ჰოსტელები და ლიცენზირებული საოჯახო სასტუმროები.

ტურისტული სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ბარსელონის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სასტუმროები გაძვირდება, დიდი ღონისძიებების სტუმრების სამასპინძლოდ ქალაქს ადგილები აღარ ეყოფა, ტურისტების ნაწილი სხვა ქალაქებს აირჩევს.

აღსანიშნავია, რომ ბარსელონა პირველი მსხვილი ევროპული ქალაქია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ქალაქები, როგორიცაა ლონდონი და პარიზი, მხოლოდ წლიურად გაქირავების დღეების რაოდენობას ზღუდავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g