LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები საცხოვრებლად გადასასვლელად – რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს

108
შვეიცარია

უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლის უამრავი მიზეზი არსებობს – დასაქმების პერსპექტივიდან და დაოჯახებიდან დაწყებული, უბრალოდ უკეთესი კლიმატური პირობების მქონე გარემოში ცხოვრების სურვილით დამთავრებული.

თუ გადაწყვეტილების მიღებისას გზამკვლევი გჭირდებათ, კარგი სიახლე გვაქვს: კომპანია Remitly-ის 2026 წლის საიმიგრაციო ინდექსი (Immigration Index 2026) უკვე გამოქვეყნდა.

აღნიშნული ინდექსი 82 ქვეყანას აფასებს 34 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. მათ შორისაა: ცხოვრების ღირებულება (საკვების, ქირის, იპოთეკისა და მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით), კულტურა, განათლების სისტემები, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და შრომითი ანაზღაურება.

მიმდინარე წლის რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა მაღალი შემოსავლებით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მაღალი დონით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით, ასევე, საერთაშორისო სკოლების მრავალფეროვნებითა და ენერგომომარაგებით.

რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ: ისლანდია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, გერმანია, ირლანდია, აშშ, დანია, ნორვეგია და ესპანეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g