LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 მაისი და 1 ივნისი – ყველაზე მხიარული დღეები მთაწმინდის პარკში

422
1 ივნისი

მთაწმინდის პარკი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუმრებს 31 მაისს და 1 ივნისს უმასპინძლებს.

ტრადიციულად, ყველაზე საბავშვო, გასართობი მხიარული ღონისძიებები პარკის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

12:00 საათიდან 22:00 საათამდე სტუმრებს დახვდებათ: საბავშვო კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, დრამერების შოუ, სახალისო თამაშები, პარტნიორი კომპანიების მიერ მოწყობილი სპეციალური სივრცეები, კულტურული და შემეცნებითი პროგრამები. საბაგიროს ზედა სადგურზე კი წარმოდგენილი იქნება ქართველი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

არ გამოტოვოთ ყველაზე მხიარული დღეები მთაწმინდის პარკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g