LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასტუმრომ, რომელმაც ტურისტს ონკანის წყალი არ მიაწოდა, კანონიერად იმოქმედა

113
ონკანის წყალი

იტალიის უზენაესმა სასამართლომ, რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ, დოლომიტის ალპებში მდებარე სასტუმრო გაამართლა ტურისტისთვის ონკანის წყლის მიწოდებაზე უარის თქმისთვის.

ყველაფერი 2019 წელს სათხილამურო სეზონის დროს დაიწყო, როდესაც კორვარაში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს „Sassongher“ რესტორანში ერთმა ქალბატონმა ონკანის წყალი ითხოვა, ოფიციანტმა კი მას 7 ევროს ღირებულების ბოთლის მინერალური წყალი შესთავაზა. ქალბატონისთვის ეს საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა სასტუმროსთვის ეჩივლა, რადგან იგი მიიჩნევდა, რომ პერსონალის მიერ ონკანის წყლის მიწოდებაზე უარის თქმით დაირღვა მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები. მისი განცხადებით, აღნიშნული მომსახურება სასტუმროს სერვისის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც „საწოლი თეთრეულით“ და „საპონი აბაზანაში“.

ქალბატონი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, თავდაპირველად სარჩელი რომის ქვედა ინსტანციის სასამართლოში შეიტანა, ბოლოს კი საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანის მოთხოვნა 2700 ევროს ოდენობით მორალური ზიანისა და ფინანსური ზარალის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, იტალიის კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები არ ავალდებულებს კვებისა და განთავსების ობიექტებს სტუმრებისთვის ონკანის წყლის მიწოდებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g